logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ძვირფასი, რაც თბილისს გააჩნია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 12:11

 

„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბლისის შენობა-ნაგებობებზე, ძველ თბილისზე, თუ როგორი მოწიწებით ვუდგებით და ყველა დეტალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, ეს გამოიხატა ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გუდიაშვილის რეაბილიტაციას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის, რომ შევინარჩუნოთ ის ძვირფასი, რაც თბილისს გააჩნია, ის შენობა-ნაგებობები, რომლებსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და თითოეულ დეტალს ყურადღებას ვაქცევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ნაკაშიძის ქუჩაზე კონკრეტულ მშენებლობაზე ისაუბრა, რომელიც ძველი თბილისის იერსახეს აცდენილია.

 

„ნაკაშიძის ქუჩაზე განთავსებული იყო შენობა, წითელი აგურის, ეს ძეგლი არ ყოფილა და ამ შენობის ადგილზე კონკრეტულ კომპანიას უნდა განეხორციელებინა საინვესტიციო პროექტი და ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა გაკეთებულიყო ისეთი პროექტი, რომელიც ჩვენთვის მისაღები იყო, რადგან ინარჩიუბდა იმ სახეს, რომელიც ძველი თბილისის მიმართულებით გვაქვს.

 

მაგრამ მშენებლობის პროცესში მივიღეთ სხვა სურათი, მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის და კარგად ჩანს, რომ ის პროექტი და რენდერები, რაც იყო შეთანხმებული რეალურად არის აცდენილი. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ მომავალში ხელს არავის შევუშლით, მაგრამ ძველი თბილისის თითოეული დეტალი, სახლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და მოვთხოვეთ, რომ დემონტაჟი გაეკეთებინა იმ ზედმეტი ბოლო სართულის, რომ შესაბამისად მოიყვანოს რენდერებთან რომელიც არის წარმოდგენილი, მივიღეთ თანხმობა და ეს პროექტი გაკეთდება ისე, როგორც არის რენდრებში. ეს არ ასცდება იმ სივრცეს, რომელიც ამ ქუჩაზეა წარმოდგენილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner