logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: 1996 წლის შეთანხმებით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 12:15

 

 

 

გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს. საუბარია დავითგარეჯას საქმეზე.

 

უწყებაში შესვლამდე დარსალია ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის გამოძიებას მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, მათ შორის რუკებთან და კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, 1996 წლის შეთანხმების მიხედვით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია.

 

„მთავარი, ძირითადი პრინციპი არის რომ ვეფუძნებით 38 წლის ხაზს. ყველა მასალა, მათ შორის ეს რუკა, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს თუ როგორ გადის 38 წლის ხაზი, არის თავისთავად რელევანტური“, - აღნიშნა დარსალიამ.

 

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner