logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: გამოდის, „ენჯეოები“ ამბობენ - მელაშვილსა და ილიჩოვას სწამთ, რომ დავითგარეჯა აზებაიჯანს ეკუთვნის და პროკურატურა მათ ამ რწმენის გამო დევნისო...
- +

21 ოქტომბერი. 2020. 13:39

 

 

საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ დავითგარეჯას საქმეში ბრალდებულები „სინდისის პატიმრები“ არიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„რამდენიმე არასამთავრობომ გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს „სინდისის პატიმრები“ უწოდა. ამ „ენჯეო“-თა უსინდისობაზე ახლა არ შვჩერდები – ისტორია და ხალხი მიუჩენს მათ სათანადო ადგილს. ამჯერად, მათი აზროვნების სიდუხჭირეზე მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება: „სინდისის პატიმარი“ – ყველა ქრესტომათიული განმარტებით, რწმენისა და შეხედულებების გამო სისხლის სამართლის წესით დევნილს ნიშნავს. ჰოდა, რა გვითხრეს არასამთავრობოებმა ამ განცხადებით? რა და – მელაშვილსა და ილიჩოვას სწამთ, რომ დავითგარეჯი აზებაიჯანს ეკუთვნის და პროკურატურა მათ ამ რწმენის გამო დევნისო.

 

P.S. ისევ გენდერზე რომ წეროთ, ვერა?“ – წერს ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner