ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გლობალსერვისი+“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 1 799 500 ლარია.
პროექტი 2021 წელს წელს დასრულდება და ჩქვალერს ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება.
სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია და სპორტული მოედანი, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
2020 წელს დასრულდა საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ ეწერში, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 28 საჯარო სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მთლიანად განახლდა სველი წერტილები, საპირფარეშოები, მოეწყო პანდუსები.
ამავდროულად ქალაქ წალენჯიხაში, ნაკიფუ-ლეჟასა და სოფელ კანთში მიმდინარეობს 3 ახალი სკოლის მშენებლობა.