logo_geo
eng_logo
ალექსანდრე თევზაძე: ჩვენ ვწერთ ქუთაისის უნივერსიტეტის ისტორიას - ესაა უნიკალური შესაძლებლობა, რომ სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება
- +

21 ოქტომბერი. 2020. 14:12

 

 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მივიღეთ ჯამში 246 წარჩინებული სტუდენტი. მათი შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესოა“, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

 

მისივე  თქმით, საგანმანათლებლო პროგრამები შედგენილია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

 

„ესაა უნიკალური შესაძლებლობა, რომ სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება.

 

ჩვენ ვწერთ ამ უნივერსიტეტის აკადემიურ ისტორიას. ჩვენი სტუდენტების 80%-მა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი.

 

ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა, შემდეგ კი მენეჯმენტი.

 

ამ დროისთვის სწავლება დისტანციურად მიდის და ველოდებით სააუდიტორიო ნაწილის დაწყებას“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

 

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner