logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს ღირებული პარტნიორები არიან
- +

21 ოქტომბერი. 2020. 14:24

 

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო და უკრაინა NATO-ს  ღირებული პარტნიორები  რადგან ისინი ალიანსის მისიებში მონაწილეობენ, ხოლო შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია.

 

ამის შესახებ მან  ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„NATO-სთვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და უკრაინა ალიანსის ღირებული პარტნიორები არიან. მათთან თანამშრომლობა ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანია NATO-სთვის.

 

ორივე სახელმწიფო მონაწილეობს ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში. ამავე დროს NATO-სთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზრდილია.

 

ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან დისკუსიის გამართვა და მათი მოსმენა NATO-ს 2030 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner