logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: რა უნდა იყოს ის ბოლო წვეთი, რომ ეს მკვლელები და მწამებლები სოროებში შევტენოთ?
- +

29 ივნისი. 2016. 17:51



გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს:



სულ მაინტერესებს - რა უნდა იყოს ის ბოლო წვეთი, რომ ხალხმა ვიხუვლოთ და ეს მკვლელები, კაცების გამაუპატიურებლები და მწამებლები სოროებში შევტენოთ? რა იქნებოდა ის ბოლო წერტილი, როცამილიონი ქართველი" დაიძრებოდა (ცირკის პოლიტიკოსების გარეშე!!!) და ხელისუფლებას ულტიმატუმს წაუყენებდა, - ახლავე გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ მიგაყოლებ შენც მაგ სოროშიო? რა უნდა იყოს ის წვეთი, როდესაც უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილიგუბერნატორები" იტყვიან, მართალია ეს ხალხი და საშიშია (ამას გულში), არ დავეთანხმოთო?

ალბათ, რაღაც გაუგონარი უბედურება უნდა მოხდეს, ისეთი, რაც აქამდეც კი არ გვსმენია. ვერ გავიგე, ლიდერს ხომ ველოდებით და ველოდებით, ვინც სადმე წაგვასხამს, გვაჭმევს და გვასმევს, ახლა კიდევ დიდ უბედურებას უნდა ველოდოთ?

ხალხო, ბრძოლა ყველა ხერხით შეიძლება, პირველ რიგში, სიტყვით, თანაგრძნობით, სოლიდარობით. ყველას არ შეუძლია ტანკის ქვეშ შევარდნა და არცაა აუცილებელი. ვისაც რა შეგვიძლია, ის ვაკეთოთ, ოღონდ ვაკეთოთ. პირველ რიგში, უნდა წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ნებისმიერს (მანიაკების გარდა, რასაკვირველია), ოღონდ უნდა წავიდეთ, განურჩევლად ყველა!" - წერს რუსუდან შარაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner