logo_geo
eng_logo
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს შეიარაღებული პირი დაესხა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:06

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მას მძევლები ჰყავს აყვანილი.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

 

ამ წუთებში ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner