„ეს უნივერსიტეტი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველია, რომელიც საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა და პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს თავს მოუყრის.
„ეს უნივერსიტეტი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველია, რომელიც საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. როგორც უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, მინდა მივულოცო ქვეყანას და განსაკუთრებით სტუდენტებს, ვისთვისაც ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შანსს მაქსიმალურად გამოიყენებთ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს მოუყრის თავს და ახალგაზრდა თაობას მოამზადებს, რაც საუკეთესო შესაძლებლობა და სერვისია, რაც შეიძლება მიიღოს ქვეყანამ, რომელსაც ტექნიკური გამოცდილება და ტექნიკური სფეროს ექსპერტები ესაჭიროება, იმისთვის, რომ უფრო მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები შემოიყვანოს ქვეყანაში.
მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებასა და წინსვლაში წვლილი შევიტანო. ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ იქნება წარმატებული, თუ სტუნდენტების მოტივაცია, რესურსი და სათანადო ბაზა არ იქნება. სტუდენტებს ვთხოვ, რომ მხარი დაუჭირონ პროფესორებსა და ლექტორებს, იმისთვის, რომ დაინახონ ტექნოლოგიის სფეროში არსებული უმაღლესი სტანდარტები“, - განაცხადა ვოლფგანგ ჰერმანმა.