logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:28

 

 

„წინა ხელისუფლების დროს სისტემურად საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„წინა ხელისუფლების დროს სისტემურად საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი. ამასთან ბრძოლა 2012 წლის შემდეგ წლების განმავლობაში მოგვიწია. ცალკეული შემთხვევები კი არ ყოფილა, არამედ სისტემა იყო მთლიანად კორუმპირებული და ძალადობრივი“, - აღნიშნა გახარიამ.

 

ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „სერგო თეთრაძის საქმე“ და „ფოტოგრაფების საქმე“ სისტემურ დანაშაულს არ წარმოადგენდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner