„როგორც ვიცი, ვინც ბანკში იყო, ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა“, - ამის შესახებ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როდესაც შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა და დაიყვირა - იყო ძარცვა და ითხოვდა ყველა იატაკზე დავწოლილიყავით. მერე არ მახოვს, როგორ აღმოვჩნდი გარეთ.
როგორც ვიცი, ვინც ბანკში იყო, ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა“, - განაცხადა ბანკის თანამშრომელმა.
ცნობისათვის, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ამ მომენტისთის უცნობია, თავმდასხმელი მარტოა, თუ მას თანამზრახველებიც ჰყავს.
ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.