logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სისხლიანი წარსული ისევე ეხება გიგა ბოკერიას, როგორც ეხება მიხეილ სააკაშვილს - „ევროპული საქართველო“ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:37

 

 

„სისხლიანი წარსული ისევე ეხება გიგა ბოკერიას, როგორც ეხება მიხეილ სააკაშვილს - „ევროპული საქართველო“ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, გიგა ბოკერია იტყვის, რომ სერგო თეთრაძე არ უწამებიათ. ნაწამები ადამიანის სურათები დაუდეს წინ და ამბობდა, რომ ეს არ არსებობდა. არ არსებობდა არც გირგვლიანის და არც გარეჯის თემა, როცა გიგა ბოკერია სახელმწიფო იერარქიაში საკვანძო პოზიციაზე იყო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ გიგა ბოკერიამ და მისმა თანაგუნდელებმა ფორმალურად ახალი პარტია შექმნეს და „თითქოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული არიან, წარსულს მაინც ვერ ჩამოირეცხავენ“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner