სოფელ თელათგორთან, ადგილობრივი მნიშვნელობის მისასვლელი გზის მოასფალტების I ეტაპის დასრულების შემდეგ სამუშაოების II ეტაპი გაგრძელდა.
მშენებელი კომპანია შპს „გზები და კეთილმოწყობა“ გზაზე ასფალტის პირველ პირს აგებს. გზის საერთო სიგრძე 2 771 გრძივი მეტრია და მის რეაბილიტაციაზე 1 825 700 ლარი იხარჯება.
„აღნიშნული გზა ამორტიზირებული, გადაადგილებისას არაკომფორტული და საფრთხის შემცველი იყო. ეს არის გზა - რომლითაც სამი სოფლის თელათგორის, ლავრისხევის და გომისჯვარის მოსახლეობა სარგებლობს. გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების შემდგომ, გადაადგილება იქნება უსაფრთხო და კომფორტული“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.