ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხუთამდე მძევალი შენობიდან სახანძრო ამწეს საშუალებით გამოიყვანეს. ისინი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი.