„ახლა უმთავრესია, რომ სამართალდამცველებს მივცეთ საშუალება შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და უზრუნველყოფილი იყოს პერიმეტრი. სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მთავარ ამოცანას წარმოადგენს მშვიდად, წყნარად შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება. პოლიტიკური განცხადებების დრო არაა, სამართალდამცველებს უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავებული არავინაა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ამ წუთებში ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.