„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ქალაქ ონში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონი რეგიონის ისტორიული მხარეა, მდიდარი კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით.
„სწორედ ამ პოტენციალის სწორად გამოყენებას ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესი, სოფლების ინტენსიური გაზიფიცირება, საგზაო, საკანალიზაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ინტერნეტიზაციის პროცესი. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ონის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება“, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.