„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ძირი ფიჭვის და კვიპაროსის ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში ახალგაზრდებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია მონაწილეობდნენ.
„საზოგადოებას დავპირდით და წარმატებით დავასრულეთ პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. აქ არის ევროპული სტანდარტების სკოლა, ტექნოპარკი. სკოლას ჰქონდა უნიკალური ნაძვნარი, რომელიც სამწუხაროდ დროთა განმავლობაში დაზიანდა. დღეს ახალგაზრდებთან ერთად მოვიტანეთ ნერგები და დავრგეთ სკოლის ტერიტორიაზე, რათა ხელი შევუწყოთ ნაძვნარისა და პარკის განახლებას. გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სფერო. ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართულნი ეკოლოგიის, განათლების, სპორტის მიმართულებით და მიხარია, რომ სწორედ ჩვენი კამპანიის ფარგლებში ამ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ჩვენთვის მისასალმებელია თითოეული ინიაციატივა, რომელიც გარემოს დაცვას და მასზე ზრუნვას ემსახურება. მიხარია, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შევიტანოთ მწვანე გარემოს შექმნაში. მადლობას ვუხდი ჩვენს ახალგაზრდებს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.