logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევისა და ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს შორის სხვაობა 21.9% იყო
- +

29 ივნისი. 2016. 17:55



„რუსთვი 2"-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებს სიცრუის ტირაჟირებად აფასებს „ახალგაზრდული ცენტრის" წევრი დავით ჩიხელიძე.



მისი აზრით, ძნელია, სერიოზულად შევხედოთ GFK-ს კვლევას.


„ვიცი რა მათი წარსული საქმიანობა, ამ  კომპანიის კომპეტენცია ჩემში ეჭვს ბადებს და მიჩენს უამრავ კითხვას.  

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აღნიშნულმა კომპანიამ კვლევასაზოგადოებრივი მაუწყებლის" დაკვეთით ჩაატარა

 

GFK- მაშინდელი მონაცემებით, კოალიციაქართული ოცნების" რეიტინგი 33% იყო, ასევე 33% ჰქონდანაციონალური მოძრაობას", თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვითქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 54,9%, „ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 40,4% მიიღო.

2012 წლის არჩევნებზე GFK- მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსა და ცესკო-ს ოფიციალურ  შედეგებს შორის სხვაობა 21.9% იყო.  დამეთანხმებით, რომ კომპანია, რომელსაც პრეტენზია  მაღალ კვალიფიციურობაზე აქვს, მსგავს ცდომილებას არ უნდა უშვებდეს.

 

 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 2012 წელს, ოფიციალური განცხადებით, კვლევის ცდომილება უნდა ყოფილიყო 3% (რეალურად 21.9% იყო),  დღეს კი გვითხრეს, რომ კვლევის ცდომილება გახლავთ 2,02%, საინტერესო იქნება, ვიცოდეთ, რა ფაქტორების გათვალისწინებით დაიწია ცდომილებამ 1%-ით?

 

 

ჩვენთვის ასევე უცნობია, სად ჩატარდა საველე სამუშაოები. რა მეთოდოლოგიით მოხდა გამოკითვა? რა პრინციპით იქნა შერჩეული ფოკუს-ჯგუფები? როგორი იყო ასაკობრივი ზღვარი და ა.შ.

 

იმავე 2012 წელს იყო რამდენიმე  ორგანიზაცია,  რომლის კვლევის შედეგებიც ახლოს  იყო  რეალობასთან  და რომელთა ცდომილებაც მართლაც მერყეობდა 1-2% შორის,  საინტერესოა, დღეს რატომ არავინ უკვეთავს ამ კომპანიებს კვლევებს? მათ ხომ საქმით დაამტკიცეს საკუთრი პროფესიონალიზმი? სამწუხაროდ, კვლევის დამკვეთთა მიზანია და სურვილია   საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და   არა მოსახლეობისთვის  რეალური შედეგის ჩვენება", - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner