logo_geo
eng_logo
მძევლის თქმით, თავდამსხმელი 500 000 დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 16:47

 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მყოფი ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ თავდამსხმელი კბილებამდეა შეიარაღებული, აქვს გახსნილი ყუმბარა და ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს.

 

მისივე თქმით,  თავდამსხმელი 500 000 დოლარის ნაღდი სახით ადგილზე მიტანას ითხოვს. ასევე ითხოვს ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად ავტომობილებით უსაფრთხო გასვლას.

 

„პირველ რიგში ითხოვს, რომ სპეცრაზმი მოაცილონ პერიმეტრს. პოლიციელს თავად არ ეკონტაქტება, პოლიციას ეკონტაქტება მძევლების საშუალებით, ანუ ჩემი და კიდევ სხვა მძევლების საშუალებთ. ის ამბობს, რომ გადავრჩებით, თუ მოთხოვნები შესრულდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა. ამისთვის იძლევა 2 საათს. ჩვენთან ერთად არ არიან ბავშვები, მაგრამ არიან ქალები“, - აცხადებს ირაკლი კვარაცხელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner