logo_geo
eng_logo
ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც თავდამსხმელის მოთხოვნები „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში გააჟღერა, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 17:26

 

ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, 20-მდე მძევალი შეიარაღებული თავდამსხმელის ტყვეობაში რჩება.

 

ბოროტმოქმედი ცოტა ხნის წინ, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით დაუკავშირდა და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერა.

 

კვარაცხელიას თქმით, ბოროტმოქმედი ითხოვს 500 000 დოლარს და ბანკის შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას.

 

ირაკლი კვარაცხელია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი „ფეისბუქით“ დაუკავშირდა თავდამსხმელი ნიკა გვარამიას, რომელიც ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუქ-მეგობარია.

 

 წყარო: 

https://primetime.ge/mdzevlebs-shoris-natsmodzraobis-tsarmomadgenelits-aris-tavdamskhmelma-motkhovnebi-misi-meshveobit-gaazhghera/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner