ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, სადაც თავდამსხმელებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, მძევლებს შორის ქალაქის მერის ოჯახის წევრიც არის. ინფორმაციას ამის შესახებ „კურიერი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში რამდენიმე საათია 20-მდე თანამშრომელი და მოქალაქე მძევლად არის აყვანილი.
თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, მანქანასა და ვერტმფრენს ითხოვს.