„ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობას ახმოვანებს“, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში აყვანილი მძევლის ახლობელმა განაცხადა.
„ის ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირ ეთერში, არის ირაკლი კვარაცხელია. შიგნით (თავდამსხმელი) აშკარად სპეცრაზმელი ზის, მას ეტყობა, რომ ის არის მომზადებული ადამიანი, არავინ ამოწმებს, ვინაა ირაკლი კვარაცხელია და რატომ იძლევა მშვიდ გარემოში, „მთავარ არხთან“ რა უნდა გამტაცებელს?
ირაკლი კვარაცხელია სააკაშვილის ფანია, ფაქტია, რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს“, - განაცხადა მძევლის ახლობელმა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.