„ნიკა გვარამიას ვერტმფრენი ჰყავს და უსაფრთხოდ გაიყვანს, თუ რა პონტში დაუკავშირდა თავდამსხმელი?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა არ გამიმეოროთ გვარამიას ტექსტი - ერთ-ერთი მძევალი ჩემი ფრენდიაო. რა, მძარცველმა პირველი ის იკითხა, გვარამია რომელს გყავთ ფრენდებშიო?
ეგეთი სისულელეები დიანა ტრაპაიძეს მოუყევით“, - წერს გაბრიჩიძე.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილ პირთან მიმოწერა გაასაჯაროვა.
მიმოწერის თანახმად, მძევალი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, გვარამიას თავდამსხმელის მითითებით დაუკავშირდა.