სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მალხაზ თორიას ცნობით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, ფილიალში მეორე პირმა მიიყვანა.
„ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც თავდასხმასთან, სავარაუდოდ, შემხებლობა არ ჰქონდა, თუმცა, ამ პირთან სამართალდამცავები მუშაობენ და გამოძიება დაადგენს ყველაფერს დეტალურად“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში მალხაზ თორიამ განაცხადა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელებს 20-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი. ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
https://pia.ge/ka/news/justice/tavdamskhmeli-bankshi-ert-ertma-pirma-miikvana---gubernatori/