logo_geo
eng_logo
შსს: ყველა მედიასაშუალების მხრიდან მოვითხოვთ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოხდეს ლაივ-სიგნალის გათიშვა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 18:08

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე და  მედიასაშუალებებს მოუწოდებს გაწყვოტონ პირდაპირი ეთერი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

 

„უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული.

 

სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მხირდან ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას.

 

ყველა მედიასაშუალების მხირიდან მოვითხოვთ მძევლების, სამართალდამცველებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოხდეს ლაივ-სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი.

 

მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა მაქსიმალურად მშვიდობიანად დამთავრდეს“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner