ზუგდიდიში, სადაც უკვე რამდენიმე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.
ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღის პირველ ნახევარში შეიჭრა, ამ დროისთვის მას მძევლად 19 პირი ჰყავს აყვანილი.
თავდამსხმელი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, გავრცელებული ინფორმაციით, 500 000 აშშ დოლარს ითხოვს.
ამ წუთებში, ზუგდიდში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და მძიმე ტექნიკა.