logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 19:07

 

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები. დამატებით, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

 

მისი  თქმით, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე კონკრეტული პოლიტიკოსებისგან გაკეთდა ისეთი განცხადებები, რაც პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა.

 

„10-ზე მეტი განცხადება იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია.

 

რაც შეეხება მედიასაშუალებებს, იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით როგორც იურისტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner