logo_geo
eng_logo
პირი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 19:19

 

„პირი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.

 

ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner