logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: რა იქნება, ისე გავბრაზდეთ, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ „ნაცმოძრაობა“!
- +

29 ივნისი. 2016. 18:01



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს:



რა იქნება, ისე გავბრაზდეთ, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ ნაცმოძრაობა", როგორც უკიდეგანო ბოროტება. რა იქნება, რომ ის ერთი კაციც აღარ დადგეს მათ გვერდით. ის ერთი კაციც მიხვდეს, რომ ამ ბოროტებამ მოკლა ბესო ხარძიანი, იური ვაზაგაშვილი... ახლა უკვე ­ სულხან მოლაშვილი... და ეს მოხდა 2012­ ის შემდეგ. რა იქნება, ქართულმა ოცნებამ" დაასრულოს ეს უსინდისო თამაში, თუ ფლირტი მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან". რა იქნება, ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს, რომ მწამებელი და სადისტი არ იქნება წახალისებული. 8 ოქტომბერი ვისთვის უბრალოდ არჩევნებია... ვისთვის ­ პოლიტიკური ბიზნესი... ვისთვის ­ ძალაუფლების განმტკიცების გზა... ვისთვის ­ რევანშის საშუალება... მე ამ არჩევნებში მივდივარ, როგორც ნამდვილ ომში... სწორედ ხარძიანის, ვაზაგაშვილის... ახლა უკვე სულხან მოლაშვილის გამარჯვებისათვის. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. კაცს საბოლოოდ უსამართლობა და განუკითხაობა ჰკლავს და არა კონკრეტული ავადმყოფობა", - წერს ირმა ინაშვილი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner