„ჯერჯერობით, არ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მძევალი რჩება ბანკის შენობაში, თუმცა ამის დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ განუცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია.
„შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. როგორც იქნება სიახლე, გამოვა სამინისტროს წარმომადგენელი და დეტალურად განმარტავს ყველაფერს. ჯერჯერობით არ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მძევალი რჩება ბანკის შენობაში, თუმცა ამის დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.