logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან შსს-მ სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 21:30

 

 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანეს.

 

შეიარაღებამ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.

 

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიიდან ჯავშანტექნიკის გაყვანა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ბანკზე თავდამსხმელი აყენებდა.

 

„საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად რამდენიმე საათის წინ აიყვანა. სწორედ მომხდარის გამო ჯავშანტექნიკა ბანკის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული.

 

შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი 19 მოქალაქიდან რამდენიმე ადამიანი უკვე გაათავისუფლა, ნაწილი კი კვლავ ბანკში რჩება.

 

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს და ვერტმფრენს ითხოვს, რომ ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვოს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner