„ჯორჯიან თაიმსის" შეკითხვებს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ უპასუხა.
- როგორია თქვენი პოზიცია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან და აშშ-სთან ახალი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით?
ვფიქრობ, რომ არანორმალური ადამიანების ქმედებებს ლოგიკა არა აქვს. ეს ხალხი საერთოდ გასულები არიან მომსახურეობის არედან. ჯერ მათი პარტიის განცხადებები ავიღოთ, რომ თურმე ნატო-ში მეხუთე მუხლის გარეშე უნდა შევიდეთ, რაც არალოგიკურია. თუ ნატო-მ არ დაიცვა ჩვენი ტერიტორია, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს იქ გაწევრიანებას? მეორეც, ქვეყანაში, რომელსაც ამხელა ტერიტორიული პრობლემები აქვს, ვფიქრობ, არამარტო კაცები, არამედ - ქალებიც უნდა მონაწილეობდნენ მის სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ჩვენ ისრაელისგან უნდა ავიღოთ მაგალითი, სადაც, მთელი ქვეყანა, განურჩევლად სქესისა, მიმართულია ერთი მიზნისთვის.
როდესაც ასეთ დიდ გადაწყვეტილებას იღებ, ისე, რომ ამას არ უთანხმებ არც მარლამენტს, არც პრეზიდენტს და არც პრემიერს და წინასაარჩევნოდ აკეთებ პიარს, ეს არის სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება. ვთქვათ, აღმოვჩნდით საომარ მდგომარეობაში და აღარ გვყავს მეტი კონტინგენტი, - რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? გარდა ამისა, საქართველოს ჯარში მსახურება მარტო ის არ არის, რომ ფულის გამო წავიდეს იქ ადამიანი. არსებობს კიდევ ერთი, - პატრიოტული სულისკვეთებაც და ეს მარტო ჩემი აზრი არ გახლავთ, ამას ბევრი სამხედრო ექსპერტიც იზიარებს.
უსუფაშვილმა ისიც განაცხადა, - ჩემი შვილი თავად აირჩევს, ქვეყანას შესწიროსო თუ არა თავი... ისინი საქართველოს მომხმარებლური პოზიციიდან უყურებენ. მთავარია, მათ სარგებელი მიიღონ. ის, რომ სამშობლო ითხოვს მსხვერპლს, მათთვის სრულიად უცხოა.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხიდაშელი არის ნაღმი, რომელიც უკვე ამოქმედდა და თუ ხელისუფლებამ არ მოახდინა ამის უვნებელყოფა, ხელისუფლებასთან ერთად, შეიძლება ქვეყანაც აფეთქდეს.
ეს ადამიანი უსირცხვილოდ აცხადებს, - არჩევნებამდე მე უნდა ვიყო თავდაცვის მინისტრიო. ესეც მორიგი შედევრია, მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში, არავის ახსოვს მსგავსი ინციდენტი.
ვფიქრობ, მთლიანად რესპუბლიკური პარტიის წევრების თანამდებობებზე დანიშვნა დიდი შეცდომა იყო. ეს არის სიმსივნე ქართულ სხეულზე, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოიშოროს ხელისუფლებამ, რომ მერე მთელი ორგანიზმი არ დააზიანოს. ჯერ ის კეთილთვისებიან სიმსივნედ შეიძლება ჩავთვალოთ, რომელიც, შემდეგში, ავთვისებიანად შეიძლება გადაიზარდოს...
- თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ე.წ. ,,უკრაინული ბანდფორმირებები" შესაძლოა საქართველოშიც გაჩნდნენ და ხელისუფლების დამხობას შეეცადონ. უფრო ვრცლად რომ გვითხრათ ამის შესახებ...
-უკრაინის ახლანდელი სიტუაცია ძალიან ჰყავს 90-იან წლებს. პოროშენკო ვერ აკონტროლებს რიგ შეიარაღებულ ძალებს. იქ თითქმის ყველა გუბერნატორს თავისი ჯარი ჰყავს და ხელისუფლება მათ კონტროლს ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, იქ თავისი შეიარაღება ჰყავს სააკაშვილსაც. ძალა, რომელიც, აი ასეთ პრობლემებს გიქმნის. ვგულისხმობ იმ ფაქტს, როცა, ბოლოს, კანონიერი ქურდები გამოუშვეს ციხიდან, ისე, რომ ხელისუფლებას არ შეატყობინეს ეს. არადა, ვალდებულები იყვნენ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ეს ინფორმაცია მიწოდებული ყოფილიყო შსს-სადმი. უკრაინაში ჰგონიათ, რომ საქართველოში ისევ „ნაციონალური მოძრაობაა" ხელისუფლებაში, ან არ ცნობენ სხვა ხელისუფლებას, ნაციონალების გარდა, ამიტომ, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, გარკვეულ დისონანსშია და ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ, გამორიცხული არ არის, იქიდან შეიარაღებული პირები შემოვიდნენ (ან უბრალოდ, შემოვიდნენ პირები და აქ შეიარაღდნენ) და შემდეგ, ჩაერთონ აქ პოლიტიკურ გადატრიალებაში.
გადატრიალების გეგმა რომ არსებობს, ეს ფაქტია. სიტყვები: „აჯანყება" და „გადატრიალება" უკვე გაჟღერდა, მათივე პარტიული ტელევიზიის, - „რუსთავი2"-ის ეთერში. აჯანყებას, ცხადია, შიშველი ხელებით ვერ მოაწყობ. ამიტომ, უკრაინიდან, ამ საფრთხეს უკვე უნდა ველოდეთ.
- რა კომენტარს გააკეთებდით გურიაში პოლიციელის მიერ სასულიერო პირის ცემის ფაქტთან დაკავშირებით?
-თავიდან, როდესაც ვნახე დასისხლიანებული სასულიერო პირის კადრები, ყოველივემ ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე და შესაბამისი რეაქციაც მქონდა, მაგრამ როცა შევიტყვე, რაც მოხდა, მივხვდი, რომ საქმე გვაქვს კარბელაშვილის მსგავს ინციდენტთან.
გახსოვთ ალბათ, სანამ შსს კადრებს არ გაავრცელებდა, ნაცმედია საუბრობდა იმაზე, რომ დეპუტატი კარბელაშვილი პოლიციელებმა სცემეს, სინამდვილეში კი ადგილი ჰქონდა თვითდაზიანებებს. ანალოგიური მოხდა ახლაც გურიაში. საგულისხმოა ის ფაქტი რომ საავადმყოფოში მამაოს მხოლოდ „რუსთავი 2"-ის კამერა დახვდა და გადაიღო ის სპექტაკლი, რომელიც გათამაშებულ იქნა დღეს გამთენისას.
ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფერში ჩართული აღმოჩნდა ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელი..
- თქვენი განცხადებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს ,,სიურპრიზს უმზადებს" და მერაბიშვილის, ახალაიას და უგულავას შესაწყალებლად ემზადება. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
-პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები და „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები, ამას აცხადებენ. მარგველაშვილიც, ვინაიდან, ის უკვე ღიად გამოხატავს იმას, - თუ ვის ბანაკშია. ის, რომ ნაციონალების ინტერესებს ახმოვანებს, ამას მოწმობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ არათუ მერაბიშვილი, არამედ, ახალაია და უგულავაც შეიწყალოს. მისმა თანაშემწემ, - ფიქრია ჩიხლაძემ - თქვა, რომ პატიმარი - პატიმარია და არაფერი გამორიცხული არ არისო. ისინი საკუთარ ქმედებას ახსნიან, ისე, რომ ვითომ, მსოფლიო უკიჟინებთ მათ ამაზე და მეტი გზა, უბრალოდ, აღარ რჩებათ. სწორედ ეს არგუმენტები მაფიქრებინებს მარგველაშვილის მორიგ სიურპრიზზე.
- თქვენი აზრით, საით წაგვიყვანს ევროკავშირის დაშლა?
-საბოლოოდ, ევრიკავშირის დაშლა წაგვიყვანს იქით, რომ ჩვენ მოვიპოვებთ ვიზა-ლიბერალიზაციას და არცერთი ქვეყანა აღარ იქნება შენგენის ზონაში. ფაქტიურად, გასამგზავრებელი აღარსად აღარ გვექნება. დღეისათვის, რეფერენდუმის ჩატარების სურვილს გამოთქვამს სლოვაკეთი, საფრანგეთი, იტალია... მათ ჰგონიათ, რომ პირველი პირები წყვეტენ ქვეყნის ბედს. ქემერონიც წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა გასულიყო ამ ზონიდან, მაგრამ, აქ მათი ბედი მოსახლეობამ გადაწყვიტა. თავად ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ, ევროკავშირის დაშლის რეალური საფრთხე არსებობს.
ავტორი: თამუნა დუღაშვილი
წყარო - geotimes.ge