logo_geo
eng_logo
„Apple“ iPhone-ებში კამერებს ავტომატურად გათიშავს
- +

29 ივნისი. 2016. 18:08


კორპორაცია „Apple"-მა დააპატენტა ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც ადგილებში, სადაც კამერით გადაღება აკრძალულია ან არ არის სასურველი, მისი სმარტფონების კამერები ავტომატურად გამოირთვება. ყველაფერი ეს კი ინფრაწითელი სიგნალის დახმარებით მოხდება.


აღნიშნული ფუნქცია მეკობრული გზით ფილმების გადაღებებზე და კონცერტებზეც გავრცელდება. ამას გარდა, პატენტში ნათქვამია, რომ სიგნალები დამატებითი ინფორმაციის მისაღებადაც გამოიყენება, მაგალითად მუზეუმში.

 

„ინფრაწითელი გამოსხივება შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნულ ობიექტზე, სადაც ის არის განთავსებული. ელექტრონული მოწყობილობა მიიღებს სიგნალს და მომხმარებელს კონკრეტულ ობიექტსა და ნივთზე ინფორმაციას გაუზიარებს", - ნათქვამია განაცხადში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner