logo_geo
eng_logo
ზუგდიდის პოლიციაში „საქართველოს ბანკიდან“ გათავისუფლებული მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 22:56

 

ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებში „საქართველოს ბანკიდან“ გათავისუფლებული მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს. მძევლებს პოლიციის შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

ადგილზე შეკრებილები არიან გათავისუფლებული მოქალაქეების ნათესავები და ოჯახის წევრები. პოლიციასთან არიან ის ადამიანებიც, რომლებიც თავის ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტს ამ დრომდე ვერ ამყარებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მათმა ნათესვებმა ბანკის შენობა თავდამსხმელთან ერთად დატოვეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner