logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კადრებიდან, რაც ვიხილეთ, დავრწმუნდი, რომ მძევლებს აღარანაირი საფრთხე არ ემუქრებათ
- +

21 ოქტომბერი. 2020. 22:57

 

„რასაც ვუყურებ და რასაც ჩემი პროფესიული გამოცდილება მკარნახობს, ამ კადრების მიხედვით საპოლიციო ღონისძიება დასრულებული არ არის, მაგრამ მგონია, რომ არც ერთ მძევალს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიცია ამ ეტაპამდე ძალიან კარგად მუშაობდა და დიდი იმედი, აქვს რომ ეს ღონისძიება ​ბოლომდე წარმატებით დასრულდება.

 

„რასაც ვუყურებ და რასაც ჩემი პროფესიული გამოცდილება მკარნახობს, ამ კადრების მიხედვით საპოლიციო ღონისძიება დასრულებული არ არის, მაგრამ მგონია, რომ არც ერთ მძევალს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია ამ ეტაპამდე ძალიან კარგად მუშაობდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება ბოლომდე წარმატებით დასრულდება. ყოველ შემთხვევაში ამ კადრებიდან, რაც ვიხილეთ დავრწმუნდი, რომ მძევლებს აღარანაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner