logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოღონდ შენი ტელევიზიის რეიტინგი აწიო, ყველაფერს კადრულობ
- +

21 ოქტომბერი. 2020. 22:58

 

„არ შეიძლება ასეთი ღონისძიების დროს, პარალელურად ჩართვები აკეთო და მოლაპარაკებები აწარმოო ტერორისტთან, ყაჩაღთან თუ თავდამსხმელთან. ერთი სიტყვა შეიძლება უდიდესი რისკი გახდეს კონკრეტული მძევლის სიცოცხლის ხელყოფის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარეძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში თავდამსხმელის ჩართვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, ნიკა გვარამიამ და მისმა ტელევიზიამ ადამიანების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენეს.

 

„მართლა თუ გიკავშირდება ვიღაც, რომელიც გეუბნება, რომ უნდა გაახმოვანოს თავდამსხმელის გზავნილები, თუ მეტს ვერ ფიქრობ, ელემენტარულად შსს-ს წარმომადენელს მაინც დაუკავშირდი და კითხე, რა გავაკეთო? შენით რომ გეგმავ ღონისძიებას და პირდაპირ ეთერში გადასცემ საზოგადოებას თავდამსხმელის მოთხოვნებს, რა რისკებს გამოიწვევს, ხო არ იცი? ოღონდ შენი ტელევიზიის რეიტინგი აწიო, ყველაფერს კადრულობ და ადამიანების სიცოცხლეს მერამდენედ აყენებ საფრთხის წინაშე“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner