logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე: ამაზე ამაზრზენი, სპეკულაციური თავის გამოჩენის მცდელობა არ არსებობს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 23:17

 

 

 

„ამაზე ამაზრზენი, სპეკულაციური თავის გამოჩენის მცდელობა არ არსებობს“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა, ზუგდიდში რომელიმე მძევალ ჩანაცვლებოდა.

 

„როცა იცი, რომ არავინ ჩაგანაცვლებს. რისი ჩამნაცვლებელია. როცა 100%-ით იცის, რომ არ ხდება ასე, არავინ არ ჩაანაცვლებს. ასეთი ქეისების ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი. რას მაიმუნობენ. ბოდიში უნდა გამოვიყენო ეს ტერმინი, იმდენად გოიმი ჰგონია ხალხი, იმდენად დაბალი წარმოდგენის არიან საკუთარ ამომრჩეველზე, ჰგონია ვიღაც დაიჯერებს, რომ რა ვაჟკაცია გიგი უგულავა. მაგათი ვაჟკაცობა ხომ იცით ყველასი?! წარმოუდგენელი, მარაზმატიკული სპეკულაციაა “, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა, დღეს, ერთ-ერთ მედია საშუალებაში პირდაპირ ეთერში თავდამსხმელის მოთხოვნების პირდაპირ ეთერში გაჟღერებაზეც.

 

„თავისუფალი დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რომ ტერორისტი და ყაჩაღი ადგე და შენს ნებაზე, არავის არაფერი ჰკითხო და შენს ნებაზე პირდაპირ ეთერში ჩართო, მისის გზავნილები საზოგადოებას ამცნო. იქნებ რას ამბობდა ის ადამიანი. რას რისკავ. ეს რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუყვე, არ დაიჯერებენ სანამ არ აჩვენებ. ტერორისტი ჩართო მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში. ცუდი კი არა ეს იყო წარმოუდგენელი. წარმოუდგენელი თუ კი რამეს ჰქვია, ეს გააკეთეს დღეს მედიასაშუალებებმა. აჟიტირებისთვის, ქაოსის ფონის შესაქმნელად, რომ თითქოს კრიმინალი გაიზარდა და ამ ტყუილი ფონის შესაქმნელად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner