logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თავისუფლება და დემოკრატია ისაა, რომ ტერორისტი პირდაპირ ეთერში ჩართო და მისი გზავნილები საზოგადოებას ამცნო
- +

21 ოქტომბერი. 2020. 23:46

 

„არ შეიძლება ასეთი საპოლიციო ღონისძიების დროს პარალელურად ჩართვები აკეთო და მოლაპარაკებები აწარმოო ტერორისტთან, ყაჩაღთან თუ თავდამსხმელთან. ერთი სიტყვაც კი შეიძლება შეიცავდეს უდიდეს რისკს კონკრეტული მძევლის სიცოცხლის ხელყოფის“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ  „იმედის“ ეთერში.

 

მისი თქმით, ნიკა გვარამიას რომ კრიმინოლოგიის ერთი ფურცელი მაინც ჰქონდეს წაკითხული, შსს-ს მიმართავდა დღეს.

 

„მართლა თუ ვიღაც გიკავშირდება და უნდა გაახმოვანოს თავდამსხმელის გზავნილები, ელემენტარულად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მაინც დაუკავშირდი. ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ისეთ აგონიაში არიან, რომ თავისთვისაც საზიანო ქმედებას სჩადიან. სადმე გაგიგიათ, აქეთ ტერორისტს თუ ყაჩაღს მძევლები ჰყავდეს აყვანილი და მეორე მხარეს პოლიტიკოსები ერთმანეთს აგინებდნენ და თან სცემდნენ ერთმანეთს? უგულავას რაც შეეხება, მის განცხადებაზე ამაზრზენი სპეკულაციური მცდელობა ხომ არ არსებობს, როცა 100% -ით იცი, რომ არავინ ჩაგანაცვლებს. გიგი უგულავა სალაპარაკო არაფერი აქვს. 50 მლნ-ს მომპარავი, სისხლის სამართლის დამნაშავეა. დაბალი წარმოდგენების არიან საკუთარ ამომრჩევლებზე. ჰგონიათ, ვინმე დაიჯერებს, იტყვის, რა ვაჟკაცია უგულავა, აგერ მძევალს ენაცვლება. რაც შეეხება პრემიერისთვის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, კრიმინალი გაიზარდა თუ არაო, როცა ერთ მხარეს საპოლიციო ღონისძიება მიდის, არ იყო ამ კითხვის შესაფერი დრო. თუ მაინც და მაინც დღეს უნდათ პასუხი, გარანტირებულად ვამბობ, რომ 3-ჯერ და 2, 5-ჯერ არის შემცირებული ძარცვაც, ყაჩაღობაც , მკვლელობაც, რაც ინდიკატორია კრიმინოლოგიური მდგომარეობის ქვეყანაში. თავისუფლება და დემოკრატია ის კი არ არის, რომ ტერორისტი ან ყაჩაღი პირდაპირ ეთერში ჩართო და მისი გზავნილები საზოგადოებას ამცნო. იქნებ და რას ამბობდა ის ადამიანი მეორე ადამიანის მეშვეობით პირდაპირ ეთერში? რას რისკავ? ალბათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეს რომ მოუყვე, არ დაიჯერებენ, სანამ არ აჩვენებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner