logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეს დიალოგი, რაც პირდაპირ ეთერში შედგა მოლაპარაკების სახით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 23:59

 

 

 

 

„პირველივე შეკითხვით, რომელიც დაისვა მედიის მხრიდან, გაიშიფრა რეალურად მათი სახე. ამას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ საერთოდ არ გაინტერესებს: არც ადამიანი, არც მისი სიცოცხლე, არც მისი ბედი. ერთადერთი, რაც გაინტერესებს, რომ რამენაირად შენს პოლიტიკურ პარტიას დაუწერო დამატებითი ერთი პოლიტიკური ქულა მაინც, რომ 12%-ის ნაცვლად აიღოს 13 ან 14%. ამის იქით ვერ მიდიან და ფანტაზიაც კი არ ყოფნით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, კონკრეტული მედიასაშუალების წარმომადგენელი ფაქტობრივად მოლაპარაკებაში შევიდა თავდამსხმელთან.

 

„ეს დიალოგი, რაც შედგა მოლაპარაკების სახით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო ქმედება კონკრეტული მედიის წარმომადგენლის მხრიდან. ამან პრაქტიკულად გაამძაფრა რისკი, რომლის წინაშეც იდგნენ მძევლები. ამას სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური შეფასება და დასჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner