logo_geo
eng_logo
ვაკა გორგილაძე „ნაცმოძრაობაზე“: არაა დანაშაული, რომელიც ამ ძალას არ აქვს ჩადენილი
- +

22 ოქტომბერი. 2020. 00:30

 

„საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არ არის დანაშაული, რომელიც ამ ძალას არ აქვს ჩადენილი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, არ არის დანაშაული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ჩადენილი, მათ შორისაა დავით გარეჯის საქმე, რაც ახლახან გახდა ცნობილი.

 

„ეს ფეისბუქლომი არასწორად სვამს კითხვას, როგორ შეიძლება ეს დაიჯეროთო? კითხვა სხვაგვარად უნდა დაისვას, რატომ იჯერებს და ავითარებს ხალხი ამ ჰიპოთეზას იმიტომ რომ საუბარია „ნაციონალური მოძრაობაზე“ და არ არის დანაშაული, რომელიც ან ძალას არ აქვს ჩადენილი, რაც ჩვენ ვიცით და რაც ჩვენ სულ ახლახან გავიგეთ, ეს არის გარეჯის საქმე. ეს პირობითი კონსენსუსია, რომელიც აერთიანებს ამ ძალებს და აერთიანებს ღალატის ირგვლივ და ეს არის უპრეცედენტო რამ. პოლიტიკური ძალების ჭიდილი, დაპირისპირებაა და ამ დროს, ერთი მხარე აშკარა დგას ღალატის მხარეს და „აპრავებს“ ამ ღალატს და მეორე მხარეს და მთელ საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ესენი არიან პროფესიონალი კარტოგრაფები. გაიაშვილის ინტერვიუ იყო ძალიან საინტერესო, ეს კაცი სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაში იყო და ამ კაცმა თქვა, რომ როგორც მფრინავს, გარკვეული კომპეტენცია გამაჩნია რუკებთან მიმართებაში. ის ამბობს, მე ვხედავდი და მე გავხდი მოწმე იმისა, როგორ შეიცვალა საჰაერო საზღვრებიო. ის ლოკაცია, სადაც მას უწევდა ფრენების განხორციელება, ერთ წელიწადში აღმოჩნდა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner