logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: წინა ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი, რომ გარეჯი არ არის საქართველო
- +

22 ოქტომბერი. 2020. 00:35

 

„ვნახეთ ნოტა, რომელიც გაგზავნილი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 2005 წელს.​ ნოტადან ჩანს, რომ ეს მიწა, როგორ ნოღაიდელი ამბობს ჩვენებაში, იმ პერიოდის ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი​​, რომ გარეჯი არ არის საქართველო“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

 

„ცალსახაა, რომ გადამალული იყო რუკა. 1938 წლის რუკას რომ უნდა დაეყრდნოს მთელი პროცესი, ამაზე მხარეები შეთანხმებული არიან. რუკა არ არსებობდა, ახლა გამოჩნდა და აღმოჩნდა. რუკა დამტკიცებულია და დადასტურებულია ექსპერტების მიერ, მხარეები მოლაპარაკებული არიან და ორი ადამიანი ამბობს, და მათ გვერდში უდგას მთელი გაერთიანებული “ნაციონალური მოძრაობა“, რომ ეს რუკა არ ვარგა და არაფერში გვჭირდება. აქ არის ზუსტად წყალგამყოფი. ახლა ვნახეთ ნოტა, რომელიც გაგზავნილი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 2005 წელს. აქ არის ერთი საინტერესო პასაჟი, „საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის კომისიამ დაადგინა. რომ დავით გარეჯას მიმდებარედ ქართულ-აზერბაიჯანული საზღვარი მიუყვება ქედს (მთის წვერებს). შესაბამისად, ჩიჩხიტურის კოშკის მთავარი ნაწილი, საქართველოს მხარეს არის მოქცეული“. ანუ, არამთავარი ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც იყიდება დავით გარეჯი. ამ ნოტადან ჩანს, რომ ეს მიწა, როგორ ნოღაიდელი ამბობს ჩვენებაში, იმ პერიოდის ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი​​, რომ გარეჯი არ არის საქართველო“, - აღნიშნა ნიკა ლალიაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner