logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე ნაციონალებს: სისხლში ახშობდით ყველა ადამიანის საპროტესტო ხმას!
- +

2 მარტი. 2016. 15:19


ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართავს. როგორც ჩაფიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნისას, ტყიბულელი მეშახტეები ასეთ გამოსვლებს ვერ გაბედავდნენ:


„რადგან სისხლში ახშობდით ყველა იმ ადამიანის საპროტესტო ხმას, ვინც თუნდაც საკუთარი შრომითი უფლებების და ინტერესების დაცვას გაბედავდა", - მიმართა ჩაფიძემ საპარლამენტო უმცირესობას.


ჩაფიძემ „ნაციონალებს" მიმართა, თუკი ტყიბულელ მეშახტეებზე გული მართლა შესტკივათ, პარლამენტში ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირონ და მათი სოციალური პრობლემები დემაგოგიისთვის და პოპულიზმისთვის არ გამოიყენონ. დეპუტატის თქმით, პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის შეტანილი კანონოპროექტი 2016 წლამდე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გავრცელებას ითვალისწინებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტზე, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ძველ კანონით ატარებდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner