საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გიორგი ვაშაძის ახალი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია დროებით შეაჩერა.
მიზეზი კი პარტიის წევრების შესახებ ინფორმაციაში აღმოჩენილი ხარვეზია, რომლის გამოსასწორებლად მას 10-დღიანი ვადა მიეცა.
„სულ დადგინდა 1848 ადამიანი, რომელთაგან 636ის სრულყოფილად შედგენილი, 1212ის კი ხარვეზიანი მონაცემი აღმოჩნდა".
რეესტრის ინფორმაციით, სიაში შეყვანილია 1 გარდაცვლილი, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე და 11 არასრულწლოვანი პირი. 1000 წევრამდე სიის შესავსებად პოლიტიკურ გაერთიანებას 364 წევრის სრულყოფილი, სწორი მონაცემი აკლია.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22ე მუხლის მე2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება, პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია მონაცემებით", - აღნიშნულია რეესტრის ინფორმაციაში.