logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძის ახალ პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაცია დროებით შეუჩერეს
- +

29 ივნისი. 2016. 18:10


საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გიორგი ვაშაძის ახალი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია დროებით შეაჩერა.


მიზეზი კი პარტიის წევრების შესახებ ინფორმაციაში აღმოჩენილი ხარვეზია, რომლის გამოსასწორებლად მას 10-დღიანი ვადა მიეცა.


სულ დადგინდა 1848 ადამიანი, რომელთაგან 636­ის სრულყოფილად შედგენილი, 1212­ის კი ხარვეზიანი მონაცემი აღმოჩნდა".


რეესტრის ინფორმაციით, სიაში შეყვანილია 1 გარდაცვლილი, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე და 11 არასრულწლოვანი პირი. 1000 წევრამდე სიის შესავსებად პოლიტიკურ გაერთიანებას 364 წევრის სრულყოფილი, სწორი მონაცემი აკლია.


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22­მუხლის მე­2 პუნქტის " ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება, პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია მონაცემებით", - აღნიშნულია რეესტრის ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner