logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს 31 ოქტომბერს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 01:40

 

„ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს. დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხსაც, ოკუპაციის გაფორმებასაც, წამებასა და უბედურებაზე, რაც იყო მათი ხელწერა, აღარაფერს ვამბობ, ბუნებრივია, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ ამ ყველაფრისთვის, მათ შორის დღევანდელი დღისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოზიციაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქცია დროში ემთხვევა აჭარის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატებას.

 

„ამას კვალიფიკაცია სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მისცენ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთოთ, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობა იყო და ამის შესახებ ჩვენ ბრიფინგზეც ღიად განვაცხადეთ. ვფიქრობთ, რომ ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა. ესაა, ხავსს რომ ეჭიდება წყალწაღებული, დაახლოებით ისეთი მცდელობა, რომ იქნებ რაღაც გვიშველოსო კოვიდის გავრცელებამ. გარკვეულწილად მიაღწიეს შედეგს, გავრცელებამ მოიმატა ბათუმში. მანამდე გირჩის აქციებმა დიდი ალბათობით, ხელი შეუწყო კოვიდის გავრცელებას თბილისში. ეს არის სასოწარკვეთილი პოლიტიკური ძალა. ეს არის ხავსი, რომელსაც ეჭიდებიან და ვერ მოეჭიდებიან ვერაფრით, ქართველი ხალხი ყველაფერს გასცემს თავის საკადრის პასუხს. დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებითაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხზეც, ოკუპაციის გაფორმებასაც, წამებასა და უბედურებაზე, რაც იყო მათი ხელწერა, აღარაფერს ვამბობ, ბუნებრივია, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ ამ ყველაფრისთვის, მათ შორის დღევანდელი დღისთვისაც. ის უმსგავსობა, რაც ხდებოდა, დღევანდელი დღის გარშემო, ასეთ მძიმე ვითარებაში, როდესაც 19 ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა და აქ ცდილობ ქულების დაწერას, ამასაც სჭირდება პოლიტიკური პასუხი და ეს პასუხი აუცილებლად იქნება 31 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner