logo_geo
eng_logo
ირაკლი ალადაშვილი: დიდი ალბათობით, ის არის სამხედრო
- +

22 ოქტომბერი. 2020. 02:13

 

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი პირის ჩაცმულობიდან და მანერებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ის არის სამხედრო, ან ადრე უმსახურია შეიარაღებულ ძალებში ან სხვა ძალოვან სტრუქტურაში.

 

"იმ მწირი ვიდეო ინფორმაციით, რაც იყო და ყველამ ვნახეთ, იმის თქმა შეიძლება, რომ ის ფორმა, რაც ეცვა, ეს არის ქართული არმიის.  თვითონ აღკაზმულობა და ის, რომ ქართული დროშა მას მარჯვენა მხარეს ეკეთა და არა მარცხენაზე, მიუთითებს იმას, რომ იცის სამხედრო ფორმის ტარება, ანუ დიდი ალბათობით, ის არის სამხედრო, ან ადრე უმსახურია შეიარაღებულ ძალებში, ან სხვა ძალოვან სტრუქტურაში....

 

თუმცა აქ ერთი ნიუანსია, ის მგონი ცაცია არ იყო და მარჯვენა ხელში როცა ეჭირა ხელყუმბარა, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ის ვერ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ იარაღს. სხვათა შორის, იმ მომენტში, ისე ახლოს ისხდნენ მძევლები, რომ ძნელია ამის თქმა, მაგრამ შეთანხმებული მოქმედების დროს, მისი განაიარაღება, პრინციპში, შეიძლებოდა, თუმცა ეს დიდ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული.

 

მეორე, ის, რომ ის იჯდა ოთახში, ოთახი იყო შემინული, გარედან ჩანდა, ხოლო მძევლები იატაკზე ისხდნენ. ანუ ის გამორჩეული იყო მათგან და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ იქ ვნახეთ, რომ სპეცრაზმს ჰქონდა საკმაოდ ძლიერი სნაიპერული შეიარაღება, კი შუშა იყოს, შუშას შეიძლებოდა შეეცვალა ტყვიის მიმართულება, მაგრამ მონდომების შემთხვევაში მისი წყობიდან გამოყვანა შეიძლებოდა. მაგრამ თუ მას ჰქონდა რგოლი გამოცლილი ხელყუმბარიდან, მაშინ საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდი იქნებოდა, იმიტომ, რომ 3-4 წამში თუ ის ხელს გაუშვებდა, აფეთქდებოდა ეს ხელყუმბარა,“ - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner