სამეგრელოს რეგიონში სპეცოპერაცია დასრულდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამივე მძევალი თავისუფალია, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა.
"სამივე სამშვიდობოს ვართ. გამოგვიშვა, თვითონ წავიდა. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოგვიშვა. ღამე იყო და არ ვიცი რა ადგილიდან გამოგვიშვა. მანქანაში კარგად იქცეოდა, არანაირი მუქარა არ ყოფილა. ჰუმანურად იქცეოდა", - განაცხადა ლაშა შენგელიამ.