logo_geo
eng_logo
იკერ კასილიასი ესპანეთის ნაკრებს ორიგინალურად დაემშვიდობა
- +

29 ივნისი. 2016. 18:10


ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილიასმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 35 წლის მეკარე ნაკრებს ორიგინალურად დაემშვიდობა. კასილიასმა „Twitter"-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი ფილმიდან „რემბო 2", სადაც ფილმის მთავარ გმირს არმიაში დარჩენას სთხოვენ, მაგრამ ის უარს აცხადებს.



ამაყი ვარ, რომ ყოველთვის ვგრძნობდი გულშემატკივრების სიყვარულს", - დაწერა კასილიასმა და თავადაც ჩაერთო კამპანიაში, რომლის მიზანი მეკარისთვის მადლობის გადახდაა.



#GraciasCasillas (მადლობა კასილიასს) მსგავსი ჰეშთეგით გულშემატკივრები ლეგენდარულ მეკარეს ემშვიდობებიან.



იკერ კასილიასმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 167 შეხვედრა ჩაატარა. კასილასის კაპიტნობით გუნდმა 2008 და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  მიმდინარე ევრო2016-ზე იკერს არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, ძირითად შემადგენლობაში დავიდ დე ხეა თამაშობდა.



კასილიასის წასვლის შემდეგ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner