logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არავის დაზიანება არ აქვს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 05:05

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მძევლების ნაწილი უკვე გამოიკითხა,ნაწილთან კი ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

ყველა მძევალი თავისუფალია. ახლა ვსაუბრობთ საქმის დეტალებზე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, გვაცადეთ მუშაობა. ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, არავის დაზიანება არ აქვს. ნაწილ მათგანთან ჩატარებულია, ნაწილთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ბორცვაძემ.

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი თავისუფალია. უწყების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner