„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თელავში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. რიგით მეორე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები.
მანამდე პარტიამ თემატური პრეზენტაცია რუსთავში გამართა.